ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

18:13, 17.10.2020

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სოფი ვილმესს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩემი კოვიდტესტის პასუხი დადებითია. ინფიცირება, სავარაუდოდ, ჩემს ოჯახში მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ სახლის გარეთ უსაფრთხოების ზომები მოქმედებს“, – წერს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

12 ოქტომბერს სოფი ვილმესი ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მოლაპარაკებებს ესწრებოდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „კოვიდ-19“ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგსაც დაუდასტურდა, რომელიც ვილმესთან ერთად ლუქსემბურგში საბჭოს შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მსგავსი