ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მნიშვნელოვანია, არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიგვიყვანს „სავიზო ვაჭრობამდე“ ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მნიშვნელოვანია, არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიგვიყვანს „სავიზო ვაჭრობამდე“ ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეათანხმოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებისკენ მიმართული ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ვიზების სავაჭრო ადგილად იქცეს.

ამის შესახებ განცხადება აჯა ლაბიბმა პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხედრაზე გააკეთა, სადაც მთავარი განსახილველი საკითი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაა.

ლაბიბის თქმით, ბელგია არ უჭერს მხარს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას.

„ჩვენი აზრით, შემზღუდავი ზომების სამიზნეს უნდა წარმოადგენდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ უსამართლო ომს, ასევე ისინი, რომლებიც ცდილობენ ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლას. ჩვენ რუსეთის მოსახლეობის ტოტალური იზოლაცია არ გვსურს. ჩვენი აზრით, მინიშვნელოვანია, რომ რუსებს, რომლებიც ასევე იტანჯებიან ამ დიქტატორული რეჟიმისგან, ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და რომ მათი ხმა ევროპაში ისმოდეს. ასევე, ბელგიისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს შეთანხმებული პოლიტიკა, რათა არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიგვიყვანს რაიმე სახის „სავიზო ვაჭრობამდე“ ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.