ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს მიმართავს, პუტინთან უკრაინასა და საქართველოზეც ისაუბროს
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს მიმართავს, პუტინთან უკრაინასა და საქართველოზეც ისაუბროს

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა  ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და საქართველოს მხარდაჭერა უნდა დაუდასტუროს.

„დღეს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდნეტს პუტინს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავადასტუროთ „აღმოსავლეთ პარტნიორების“ წევრებისადმი, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინსიადმი მხარდაჭერა, რადგან გვაქვს ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობა და საქართველოში შექმნილი ვითარება. საქართველოში რამდნეიმე დღის წინ ვიყავი. ასე რომ ჩვენთვის მნიშველოვანია, დავუდასტუროთ უკრაინასა და საქართველოს ჩვენი სოლიდარობა და ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. ვთხოვოთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ამის შესახებ რამე თქვას პრეზიდენტ პუტინთან.  დღეს მრავალ საკითხს განვიხილავთ, თუმცა ამ მნიშვნელოვანი სამიტის დღეს,  უნდა დავადასტუროთ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი სოლიდარობა“,-განაცხადა დიდიე რეინდერსმა.