ბელგიის პრემიერი - უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ ქვეყნისთვის „კარის დახურვა“ შეცდომა იქნება
ბელგიის პრემიერი - უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ ქვეყნისთვის „კარის დახურვა“ შეცდომა იქნება

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ დე კრუ აცხადებს, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ ქვეყნისთვის „კარის დახურვა“ შეცდომა იქნება.

როგორც მან ვერსალში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოითხოვს უამრავ რეფორმას და ლოგიკურია, რომ ეს ეტაპობრივად წარიმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები გახდებიან ამისთვის მზადყოფნის გარეშე.

„ მეორე მხრივ, დიდი შეცდომა იქნება კარის დახურვა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინაა, რომელიც საფრთხეს გრძნობს. მუდმივად უნდა გავაგრძელოთ მათთან მუშაობა. ჩვენ შეგვიძლია, ისინი მივიწვიოთ სამიტებზე ისე, რომ მათ გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდეთ. კომისია ამ მხრივ ლრეატიულად მუშაობს. მაგრამ იმისთვის, რომ გახდე წევრი, თქვენ პატივი უნდა სცეთ პროცესს“, – განაცხადა დე კრუმ ჟურნალისტებთან ვერსალში მისვლისას.