ბელგიის პოლიციამ მიგრანტების დევნის ოპერაციის დროს ორი წლის გოგონა მოკლა

19:11, 25.05.2018
Members of several associations of defence of asylum seekers' rights attend a protest in front of the immigration office in Brussels, on May 18, 2018 after a three-year old girl named Madwa died yesterday after a speed chase with police. (Photo by NICOLAS MAETERLINCK / Belga / AFP) / Belgium OUT        (Photo credit should read NICOLAS MAETERLINCK/AFP/Getty Images)

ბელგიის პოლიციამ მიგრანტების დევნის ოპერაციის დროს ორი წლის გოგონა მოკლა.

როგორც გამოცემა Politico წერს, ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია ფურგონს გაედევნა, რომელშიც 29 ერაყელი ქურთი მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი.

დევნის ოპერაციაში პოლიციის 15 ეკიპაჟი მონაწილეობდა. ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც მცირეწლოვანი სასიკვდილოდ დაჭრეს.

„იმის მიუხედავად, რომ ბავშვის გარდაცვალება შეიძლება ტრაგიკული იყოს, მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში აღინიშნოს მშობლების პასუხისმგებლობა. ამ ადამიანებზე მხოლოდ როგორც მსხვერპლზე საუბარი, არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა ბელგიის ქალაქ ანტვერპენის მერმა ბარტ დე ვევერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ერაყელმა ოჯახს თავშესაფარზე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ არაერთხელ უთხრა უარი.

მას მხარი დაუჭირა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარში პასუხისმგებლობის ნაწილი ბავშვის მშობლებსაც ეკისრებათ.

აღნიშნულმა განცხადებებმა პოლიტიკოსის მისამართით მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ბრიუსელში მომხდარის გამო, საპროტესტო გამოსვლა გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციას მკვლელი უწოდეს.

მსგავსი