ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, პირველადი ინფორმაციით, ჩხრეკა სავარაუდო კორუფციის საკითხზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, პირველადი ინფორმაციით, ჩხრეკა სავარაუდო კორუფციის საკითხზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ევროპული მედია „ევროპის სახალხო პარტიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, პოლიციამ ამოიღო კომპიუტერები, რომლებიც დაკავშირებულია 2019 წლის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის დროს სავარაუდო კორუფციის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან.

გავრცელებული ცნობით, გამოძიება არ არის მიმართული პარტიის ან მისი რომელიმე თანამშრომლის წინააღმდეგ, არამედ მიმდინარეობს თიურინგიელი დეპუტატის, მარიო ვოიხტის წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციასა და ქრთამის აღებაში.

2019 წლის საარჩევნო ციკლის განმავლობაში ვოიხტი „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ მუშაობდა. გამომძიებლები ცდილობენ მოწმეებთან გასაუბრებას და დადგენას, რა თანხა შეეძლო, მარიო ვოიხტს მიეღო ამ დროის განმავლობაში. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დეპუტატი მარიო ვოიხტი „ევროპის სახალხო პარტიის“ ციფრულ კამპანიას ხელმძღვანელობდა და გამოძიება თიურინგიაში ციფრული კომპანიისთვის კონტრაქტის გადაცემის საქმეს იკვლევს. მარიო ვოიხტი ამჟამად „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერია თიურინგიაში.