ბელგიის პარლამენტში რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის მოთხოვნით რეზოლუცია შეიტანეს
ბელგიის პარლამენტში რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის მოთხოვნით რეზოლუცია შეიტანეს

ბელგიის პარლამენტში რეზოლუცია შეიტანეს, რომელიც რუსეთისთვის ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარტია „ფლამანდიური ინტერესის“ ლიდერმა, ფილიპ დევინტერმა განაცხადა.

„ჩვენ ბელგიის ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას განსახილველად წარვუდგინეთ რეზოლუცია, რომელიც ჩვენი მთავრობისგან ევროპულ საბჭოში რუსეთის მიმართ სანქციების გაუქმების ინიცირებას ითხოვს“, – განაცხადა დევინტერმა.

პარლამენტარი მანამდეც საუბრობდა ანტირუსული შეზღუდვების გაუქმების შესახებ.

„ეს ზომები არათუ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, ასევე უსამართლოა და სრულიად კონტრპროდუქტიული ევროპისთვის“, – განაცხადა დევინტერმა.

მისივე თქმით, სანქციების რეჟიმის გამო, ბელგიელი ექსპორტიორები ყოველწლიურად 1,5 მილიარდ ევროს კარგავენ.