ბელგიის მთავრობაში მოლოდინი აქვთ, რომ რუსული ბრილიანტით ვაჭრობასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები არაპირდაპირი აკრძალვის შესახებ ორ-სამ კვირაში გამოაცხადებენ
ბელგიის მთავრობაში მოლოდინი აქვთ, რომ რუსული ბრილიანტით ვაჭრობასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები არაპირდაპირი აკრძალვის შესახებ ორ-სამ კვირაში გამოაცხადებენ

ბელგიის მთავრობის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსული ბრილიანტით ვაჭრობასთან დაკავშირებით არაპირდაპირი აკრძალვის შესახებ გამოაცხადებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბელგიელი მაღალჩინოსნის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ არაპირდაპირი აკრძალვის შესახებ უახლოეს ორ-სამ კვირაში იქნება განცხადება. ანგარიშის მიხედვით, თავად აკრძალვა იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

შეგახსენებთ, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთთან ალმასით ვაჭრობის შეზღუდვის გეგმები წარადგინა, რათა შემცირდეს შემოსავლები, რომლებიც აფინანსებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მას შემდეგ არ გავრცელებულა დეტალები იმის შესახებ, როგორ იმოქმედებს სანქციები. ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ბრილიანტებით ვაჭრობა უკვე შემცირდა იმ ვალდებულებების გამო, რომელიც ნებაყოფლობით აიღეს, თუმცა ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია ოფიციალური შეზღუდვები რუსულ ალმასებზე, ნაწილობრივ ბელგიის წინააღმდეგობის გამო.