ბელგიის მიგრაციის მინისტრი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერებაზე - ამ დროისთვის რუსები აქ სასურველი სტუმრები არ არიან
ბელგიის მიგრაციის მინისტრი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერებაზე - ამ დროისთვის რუსები აქ სასურველი სტუმრები არ არიან

ამ დროისთვის რუსები აქ სასურველი სტუმრები არ არიან, – ამის შესახებ ბელგიის მიგრაციის მინისტრმა სამი მჰადიმ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმა ტაბუ არ უნდა იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.

ბელგია ანალოგიური მოთხოვნით ევროკავშირსაც მიმართავს, რომ ორგანიზაციამ რუსეთის მოქალქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩეროს, მათ შორის სტუდენტებისთვისაც, ევროპაში დასაქმებული რუსებისთვის და ტურისტებისთვისაც.

„რუსეთის უგუნური თავდასხმა გვაიძულებს, ყურადღებით ვიყოთ იმ რუსებთან, ვისაც ბელგიაში ჩამოსვლა სურს“, – განაცხადა მინისტრმა.