ბელგიის ხელისუფლება კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, ზომების გამკაცრებას გეგმავს

15:06, 27.07.2020

ბელგიის ხელისუფლება კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, ზომების გამკაცრებას გეგმავს. საკითხს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დღეს განიხილავენ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

ბელგიაში ბოლო ერთ კვირაში 2 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი საშუალოდ დღეში 280-მდე ადამიანს უდასტურდება, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტია.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბელგიაში აღრიცხულია 66 000-ზე მეტი შემთხვევა და 9 821 გარდაცვალების ფაქტი.

მსგავსი