ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანა კორონავირუსის ცუნამთან ძალიან ახლოსაა
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანა კორონავირუსის ცუნამთან ძალიან ახლოსაა

ბელგია ძალიან ახლოსაა ვირუსის ცუნამთან, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეგი დე ბლოკიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელსა და რამდენიმე რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა.

ამასთან, როგორც ბელგიის ფედერალურმა მინისტრმა, ფრანკ ვანდერბრიუკემ განაცხადა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის ხარჯზე აკონტროლებენ.

„ჩვენ ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი ვართ. მართლა ძალიან ახლოს ვართ ცუნამთან, როცა ვეღარ გავაკონტროლებთ სიტუაციას. დღეს ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის ხარჯზე. თუ ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაიზრდება, მოგვიწევს არაკოვიდინფიცირებული პაციენტების  მკურანლობა კიდევ გადავდოთ, რაც ასევე ძალიან საშიშია. ერთადერთი გზავნილი გვაქვს საზოგადოებასთან, დაიცავით საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები“, –  განაცხდა ფრანკ ვანდერბრიუკემ.

ბელგიაში ყოველდღიურად საშუალოდ, 8 000 დან 10 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. საერთო ჯამში, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში 222 253 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის  10 413 გარდაიცვალა.