ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი - ევრო 2023-ზე ახალგაზრდულ გუნდს, შესაძლოა, ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე თავიდანვე შეუერთდეს #1TVSPORT
ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი - ევრო 2023-ზე ახალგაზრდულ გუნდს, შესაძლოა, ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე თავიდანვე შეუერთდეს #1TVSPORT

ბელგიის ნაკრები ავსტრიასთან და ესტონეთთან მატჩებისთვის ტუბიზეში ემზადება. ფეხბურთის ფედერაციის ნაკრებების განყოფილების დირექტორმა, იელე შელსტრატემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ძირითადმა ნაკრებმა ახალგაზრდულს ევრო 2023-ისთვის რანდენიმე მოთამაშე თავიდანვე დაუთმოს.

„ყველაზე აქტუალური თემა იყო ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების შემადგენლობების გამიჯვნა. ჩვენთვის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი მთავარია. ამავდროულად, ოლიმპიადაზე გასვლა გვინდა. უბრალოდ, შეხედეთ იმ თაობის ბირთვს, რომელიც ცოტა ხნის წინ გვყავდა – ბევრი მოთამაშეა, რომელმაც 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ითამაშა. ვერტონგენის თაობისთის კი ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ახლა სიის შედგენა ორ მწვრთნელს ვთხოვეთ, შემდეგ კი შევიკრიბეთ და ორივე შემადგენლობა განვიხილეთ. რა თქმა უნდა, ბევრი ფეხბურთელი ორივე ნაკრების წევრია. მატიისენს (ახალგაზრდულის მწვრთნელი) სურს დოკუსა და ოპენდას დამატება და ეს ნორმალურია, მაგრამ ყველაფერი სპეციალისტების კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა. მაგალითად, ჩვენ ავირჩიეთ ზენო დებასტი.

დომენიკო ტედესკოს (ეროვნული გუნდის მწვრთნელი) ევრო 2023-ის მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრეთ. ის აღიარებს, რომ ამ ტურნირზე გამოსვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან ფასეულია. იქნებ რომელიმე მოთამაშემ ორივეგან იასპარეზოს, ეს გამოცდილება ყველას დაეხმარება.

არ არის გადაწყვეტილი, დატოვებს თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელების ჯგუფი ეროვნულ ნაკრებს ავსტრიასთან მატჩის შემდეგ. ყველაფერი იმ შეხვედრის გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშე ევრო 2023-ზე თავიდანვე ვიხილოთ, მაგრამ ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ“, – ამბობს ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი.