ბელგიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აღკვეთეს ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნეც ქვეყნის პოლიტიკური ფიგურები იყვნენ

22:05, 09.10.2025

ბელგიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აღკვეთეს ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნეც ქვეყნის პოლიტიკური ფიგურები იყვნენ.

ბელგიური გაზეთების ცნობით, სავარაუდო სამიზნეებს შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი იყო.

„არსებობს მინიშნებები, რომ ჯიჰადისტური ინსპირაციით პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის განხორციელება იგეგმებოდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი