ბელგიის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრები ძალიან ეფექტური იყო #1TVSPORT
ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, ჟაკ მატისენმა ევრო 2023-ზე საქართველოსთან ფრედ დასრულებული (2:2) მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც ძალიან ეფექტური იყო. მეტოქემ ორი შანსი შექმნა და ორივე გამოიყენა. ჩვენ მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ასეთი ეფექტურები არ ვიყავით. სამწუხაროა ამდენი საგოლე მომენტის ხელიდან გაშვება.
გამარჯვება, შესაძლოა, ნაადრევად ვირწმუნეთ. შეცდომები დავუშვით, მაგრამ მეტოქე მაღალი დონის გვყავდა და ეს წინასწარ ვიცოდით. საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მიაღწია. ასეთ ტურნირზე შეცდომებს არავინ გპატიობს“, – განაცხადა ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 27 ივნისს ნიდერლანდებთან გამართავს. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ოთხი ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში ქულის მოპოვებით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს.