ბელგიელი პროკურორი კარლეს პუიჩდემონისა და კატალონიის ყოფილი მთავრობის ოთხი მინისტრის ესპანეთში ექსტრადიციას ითხოვს

19:38, 17.11.2017

ბელგიელი პროკურორი კარლეს პუიჩდემონისა და კატალონიის ყოფილი მთავრობის ოთხი მინისტრის ესპანეთში ექსტრადიციას ითხოვს.

ინფორმაცია სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პუიჩდემონის ადვოკატმა ჟურნალისტებთან დაადასტურა.

გამომძიებელმა-მოსამართლემ გადაწყვეტილება ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე დღეს არ გამოაცხადა. შემდეგი პროცესი 4 დეკემბერს დაინიშნა, სადაც სასამართლო დაცვის მხარეს მოუსმენს.

https://youtu.be/0X086zklxLc

მსგავსი