ბელგიაში ტყის ხანძარი ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გავრცელდა, ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

22:35, 15.08.2026

ბელგიაში ტყის ხანძარი ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გავრცელდა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ცეცხლმა ნაკრძალის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი მოიცვა.

უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ ახლოს მდებარე ორი სოფლის მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრეებს მუშაობა რთულ პირობებში უწევთ, რადგან ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს როგორც ამინდი, ასევე ნაკრძალის რთული რელიეფი, რომელიც ჭაობიან ტერიტორიებს, ველებსა და ტყეებს მოიცავს.

ბელგიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა და ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნების დახმარება მოითხოვა.

ამასთან, ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთში, ხორვატიაში, ესპანეთსა და სერბეთში.

მსგავსი