ბელგიაში სპილენძის სადენების მოპარვის გამო, სარკინიგზო მონაკვეთი პარალიზებულია
ბელგიაში სპილენძის სადენების მოპარვის გამო, სარკინიგზო მონაკვეთი პარალიზებულია

ბელგიაში, ნამიურისა და ბრიუსელის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი პარალიზებულია. მიზეზი ასობით მეტრის სიგრძის მოპარული სპილენძის სადენია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. ძარცვამ ინტენსიური ხასიათი 2016 წლიდან მიიღო. ხშირ შემთხვევაში, მძარცველები ფერად ლითონს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყიდიან.

ბელგიის რკინიგზის კომპანიები სპილენძის სადენის ჩანაცვლებას ალუმინით გეგმავენ.