ბელგიაში სოციალური დისტანციის საზომი ელექტრონული სამაჯურების ტესტირებას დაიწყებენ
ბელგიაში სოციალური დისტანციის საზომი ელექტრონული სამაჯურების ტესტირებას დაიწყებენ

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პორტში, ელექტრონული სამაჯურების ტესტირება დაიწყეს, რომელიც მომხმარებელს აცნობს, არღვევს თუ არა ის სოციალური დისტანცირების ზომებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სამაჯურები „კოვიდ-19“-ის პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელი სოციალური დისტანცირების წესების უფრო მარტივად შესრულებისთვის, ბელგიურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შექმნა. თუ ანტვერპენის პორტში მომუშავე პერსონალს სხვა თანამშრომელი უახლოვდება ამის შესახებ მას ელექტრონული სამაჯური აცნობებს.

კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, იმ დაწესებულებებს, რომლებშიც ამ სამაჯურებს გამოიყენებენ, არ ექნებათ წვდომა პერსონალის ადგილმდებარეობაზე.

როგორც, ელექტრონული სამაჯურის შემქმნელები აცხადებენ, ამ გამოგონებას ასევე შეუძლია, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება გაამარტივოს, რადგან სამედიცინო პერსონალს ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ ვისთან ჰქონდა ინფიცირებულს კონტაქტი.