ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო, საჰაერო სივრცე დროებით დახურულია
ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო, საჰაერო სივრცე დროებით დახურულია

ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო, საჰაერო სივრცე დროებით დახურულია. 24-საათიანი პროტესტი 12 თებერვალს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყო. 

„დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ცნობით, საყოველთაო გაფიცვა ავიამიმოსვლასთან ერთად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, პოლიციასა და საავადმყოფოებსაც შეეხებათ. 24-საათიანი გაფიცვის მიზანი დასაქმებულებისთვის ანაზღაურების მომატებაა. 

გაფიცვის დროს ავიამიმოსვლის ნაკლებად შეფერხების მიზნით, ავიაკომპანიები კლიენტებს მეზობელი ქვეყნების აეროპორტებით სარგებლობას სთავაზობენ. მათ შორისაა საფრანგეთისა და ნიდერლანდების ის აეროპორტები, რომლებიც ბელგიის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 13-14 თებერვალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. ნატო-ს წარმომადგენლების განმარტებით, 24-საათიან გაფიცვას ღონიძიების შეფერხება  არ გამოუწვევია.