ბელგიაში საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ
ბელგიაში საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ

ბელგიაში საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართალდამცავებთან.

„ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.