ბელგიაში ორი ირანელი მამაკაცი ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს
ბელგიაში ორი ირანელი მამაკაცი ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს

ბელგიის ხელისუფლებამ ორი მამაკაცის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც საფრანგეთში ტერაქტს გეგმავდნენ.

როგორც ბელგიური მედია იტყობინება, ეჭვმიტანილები ბელგიის ცენტრალურ ნაწილში, ვოლუვე-სენ-პიერის რეგიონში დააკავეს.

ბელგიის პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულები ირანის ხელისუფლებისადმი ოპოზიციური „ირანელი ხალხის მოჯახედთა ორგანიზაციის“ კონფერენციაზე, აფეთქებას გეგმავდნენ. ღონისძიება პარიზში 30 ივნისს გაიმართა და მასში 25 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

დაკავებულები ბელგიის მოქალაქეები, წარმოშობით ირანელები არიან. პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი აღჭურვილობა, მათ შორის 500 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება.

დაკავებულებს ტერორისტული თავდასხმის მზადებაში ბრალი წაუყენეს.