ბელგიაში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა
ბელგიაში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა

ბელგიის ქალაქ ლიეჟიში დღეს მომხდარ თავდასხმას, სამართალდამცველები ტერორისტულ აქტად განიხილავენ.

თავდასხმის შედეგად, პოლიციის ორი ოფიცერი და ავტომობილით მოძრავი ერთი ქალი დაიღუპნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. ის 36 წლის ბელგიის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ, შეწყალების საფუძველზე დატოვა.

ეჭვმიტანილი ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით იხდიდა სასჯელს.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი არაბულ ენაზე სკანდირებდა და ალაჰს ადიდებდა. მომხდარს ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი გამოეხმაურა და მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.