ბელგიაში მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა

20:22, 20.11.2017

ბელგიაში მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება კომპანია Arcelor Mittal-ის კუთვნილ ქარხანაში მოხდა.

ბელგიური გამოცემა The Brussels Times-ი ერთი გარდაცვლილის და რამდენიმე დაშავებულის შესახებ ავრცელებს ცნობას. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ვითარება კონტროლზე ექვემდებარება.

გაზეთის ცნობით, ქარხანაში სავარაუდოდ გაზის ავზი აფეთქდა.

მსგავსი