ბელგიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები ისევ ამოქმედდება
ბელგიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები ისევ ამოქმედდება

ბელგიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები ისევ ამოქმედდება.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი ზომების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, ასევე ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება კაფეების, რესტორნების და ფიტნეს დარბაზების თანამშრომლებისთვის. აგრეთვე, დახურულ სივრცეებში აუცილებელი იქნება კოვიდ პასპორტის წარდგენა.

„თავდაცვის კედლები უნდა ავამაღლოთ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ.

ბელგიაში ბოლო რამდენიმე დღეა, ყოველდღიურად ვირუსის 5 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება. გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

დატოვე კომენტარი