ბელგიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, რეგულაციების შემსუბუქება იწყება
ბელგიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, რეგულაციების შემსუბუქება იწყება

ბელგიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგულაციების შემსუბუქება იწყება. ამიერიდან გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, ასევე მცირდება თვითიზოლაციის დადგენილი ვადა. ამიერიდან კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები თვითიიზოლაციაში მხოლოდ შვიდი დღის განმავლობაში იქნებიან.

პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში: მაღაზიებში, კინოთეატრებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ბელგიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის 105 226 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 955 ადამიანი.