ბელგიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო რამდენიმე დღეა, მკვეთრად მოიმატა
ბელგიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო რამდენიმე დღეა, მკვეთრად მოიმატა

ბელგიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო რამდენიმე დღეა, მკვეთრად მოიმატა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს, ბოლოს ასეთი მაჩვენებელი ბელგიაში 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის უფროსის პედრო ფალკონის ინფორმაციით, საავადმყოფოებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობა აუცრელია. საერთო ჯამში ქვეყნის მაშტაბით, სამედიცინო დაწესებულებეში 1000 ადამიანი მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბელგიაში „კოვიდ-19“-ის 1,305,678 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 25 835 ადამიანი.