ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა
ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

ბელგიაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3019-მდე გაიზარდა. აქედან ბოლო 24 საათის განმავლობში მსხვერპლთა რაოდენობამ 496-ით მოიმატა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში წინა დღესთან შედარებით მსხვერპლთა რაოდენობა მნიშველოვნად გაიზარდა. ერთი დღით ადრე კორონავირუსით ბელგიაში 283 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში გარდაცვლილებს შორის 325 საავადმყოფოებში დაიღუპა, 171 კი, მოხუცებულთა თავშესაფარში 18-დან 31 მარტს არის გარდაცვლილი.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთ დღეში ბელგიაში „კოვიდ-19“ 1684 პაციენტს დაუდასტურდა. სულ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 26 667-მდე გაიზარდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 268 პაციენტი იმყოფება.

ბელგიაში სოციალური დისტანცირების ზომები 14 მარტიდან დაწესდა და შესაძლოა, 3 მაისამდე გახანგრძლივდეს.