ბელგიაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები პირველ მარტამდე გახანგრძლივდა
ბელგიაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები პირველ მარტამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია მთავრობის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს შეზღუდვების ნაადრევი მოხსნის შედეგად ინფიცირების მაჩვენებლის ხელახალი ზრდა.
ამავე განკარგულებით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, შეზღუდვები შესაძლოა, უფრო ადრე მოიხსნას. საკონსულტაციო კომიტეტი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად 22 იანვარს შეიკრიბება.