ბელგიაში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქე, რომელიც ნატო-ს სამხედრო ობიექტში სტაჟირებას გადიოდა

14:26, 25.07.2026

ჯაშუშობის ბრალდებით ბელგიაში კანადის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნატო-ს სამხედრო ობიექტში სტაჟირებას გადიოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია წარმოშობით ჩინელი, კანადის მოქალაქე ქალი, რომელსაც ბრალად ედება მესამე ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა.

პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სტაჟირებას გადიოდა SHAPE-ში, ნატო-ს ერთ-ერთ მთავარ სამხედრო შტაბში, რომელიც ბელგიის ქალაქ მონსში მდებარეობს.

ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყება დაკავებულის ვინაობასა და საქმის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.

მსგავსი