ბელგიაში დღეიდან კარანტინი ცხადდება
ბელგიაში დღეიდან კარანტინი ცხადდება

ბელგიის მთელ ტერიტორიაზე 18 მარტიდან კარანტინი ცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სოფი ვილმესის განცხადებით, 18 მარტს ადგილობრივი დროით შუადღიდან ქვეყნის ყველა მცხოვრებს კარანტინში ყოფნა მოუწევს.

საგანგებო ზომები მინიმუმ 5 აპრილამდე იმოქმედებს. იკრძალება საზოგადოებრივი შეკრებები. სახლების დატოვებას მოქალაქეები მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში შეძლებენ, ასევე საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად, ან საფოსტო ოფისსა და ბანკებში აუცილებელი ვიზიტისთვის.

ამავე დროს, დასაშვებია ჰაერზე ვარჯიში, თუმცა მოქალაქეებს სულ მცირე 1,5 მეტრის დისტანციის დაცვას ურჩევენ.

დატოვე კომენტარი