ბელგიაში ბარებისა და რესტორნების გარე სივრცეები 8 მაისიდან გაიხსნება
ბელგიაში ბარებისა და რესტორნების გარე სივრცეები 8 მაისიდან გაიხსნება

ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ბარებისა და რესტორნების გარე სივრცეები ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, 8 მაისიდან გაიხსნება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია ფრთხილი მიდგომა.

პანდემიამ სახე იცვალა. ჩვენ ახლა იმავე ვირუსს არ ვერბძვით, რასაც ერთი წლის წინ ვებრძოდით. ვირუსი და მისი ახალი ვარიანტები უფრო აგრესიული და სწრაფად გავრცელებადია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ.

არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება. ასევე, 26 აპრილიდან მუშაობას განაახლებს სილამაზის სალონები და მაღაზიები. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, აუცილებლად დაიცვან წესები და საჭიროების გარეშე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბელგიაში „კოვიდ-19“-ის 930 603 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 23 566 ადამიანი.