ბელგიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა

14:30, 25.07.2018

ბელგიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი საპორტო ქალაქ ოსტენდი-ამსტერდამის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

მგზავრებით სავსე ავტობუსის მძღოლმა სარემონტო სამუშაოების გამო განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნები ვერ შენიშნა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

ავტობუსს ირლანდიელი, ბრიტანელი და ჰოლანდიელი მგზავრები გადაჰყავდა.

მსგავსი