ბელგიაში არასანქცირებული საპროტესტო აქცია ცრემლსადენი აირითა და წყლის ჭავლით დაარბიეს

21:52, 30.11.2018

ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელში არასანქცირებული საპროტესტო აქცია ცრემლსადენი აირითა და წყლის ჭავლით დაარბიეს.

საფრანგეთის მსგავსად, ბელგიის მოქალაქეები საწვავის ფასის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი პოლიციას ყუმბარებსა და ფოიერვერკებს ესროდნენ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შემდეგ, პოლიციამ დემონსტრაცია დაარბია და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციას 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა ევროკომისიასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.

მსგავსი