ბელგიაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ეპიდემიის გავრცელების პიკი უკვე გადალახა

16:12, 20.04.2020

ბელგიაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ეპიდემიის გავრცელების პიკი უკვე გადალახა.

ინფორმაციას „ალჯაზირა“  ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 232 ადამიანი დაინფიცირდა.

ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბელგიაში ბოლოს 19 მარტს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბელგიაში კოვიდ 19-ით 39 983 ადამიანი დაინფიცირდა,  5828 კი დაიღუპა.

მსგავსი