ბელგია რუს დიპლომატს აძევებს, ლუქსემბურგი კი მოსკოვიდან ელჩს გაიწვევს
ბელგია რუს დიპლომატს აძევებს, ლუქსემბურგი კი მოსკოვიდან ელჩს გაიწვევს

ბელგიის მთავრობამ ქვეყნიდან ერთი რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ამასთან, ბელგიის მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ ბრიუსელი შეასრულებს NATO-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გააძევოს ქვეყნიდან 7 რუსი დიპლომატი. თუმცა, შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობას.

რუსეთიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო ლუქსემბურგმაც.

„ლუქსემბურგის მთავრობა გმობს სოლსბერიში მოწყობილ თავდასხმას და ეთანხმება დიდი ბრიტანეთის ანლიზს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი სავარაუდოდ რუსეთია“,- ნათქვამია განცხადებაში.

სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო 26-ზე მეტმა სახელმწიფომ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. მომხდარში ლონდონი რუსეთს ადანაშუალებს.