ბელგია, დანია და ნიდერლანდები სპეცოპერაციების კომბინირებულ სარდლობას ქმნიან

13:05, 08.06.2018

ბელგიის, დანიისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სპეციალური ოპერაციების კომბინირებული სარდლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ფორმირების შემდეგ, სპეციალური ძალების სამეროვნული სარდლობა მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და შეძლებს ალიანსის ოპერაციებისა და სხვა მრავალეროვნული მისიების მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური ოპერაციების კომბინირებული სარდლობის (C-SOCC) 2021 წლიდან სრულყოფილად ამოქმედდება.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემოლერმა აღნიშნულ ინიციატივას დროული უწოდა.

მსგავსი