ბელატორის ჩიკაგოს ღონისძიება კორონავირუსის გამო ჩაიშალა
ბელატორის ჩიკაგოს ღონისძიება კორონავირუსის გამო ჩაიშალა

შერეული ორთაბრძოლების რანგით მეორე ლიგამ „ბელატორმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 6 ივნისს ჩიკაგოში გასამართი ღონისძიება აღარ შედგება. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიაა.

ბელატორ 244-ის ფარგლებში მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის მაიკლ ჩენლდერისა და ბენსონ ჰენდერსონის დაპირისპირება უნდა გამართულიყო.

კორონავირუსის შედეგად გართულებული მდგომარეობის გამო ბელატორის ჩიკაგოს ღონისძიება ვერ გაიმართება. ორგანიზაცია ყურადღებით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას და როდესაც საშუალება გვექნება მაშინვე დავუბრუნდებით საქმეს. ჯანმრთელობა და რეკომენდაციები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.“