ბელარუსული მედიის ცნობით, აშშ ბელარუსის ორ კომპანიას სანქციებს მოუხსნის
ბელარუსული მედიის თანახმად, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ლაკოკრასკას“ და „ბელესბუმპრომის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.
ჯონ კოულის თქმით, კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, ბელარუსი 25 ადამიანს გაათავისუფლებს პატიმრობიდან.
როგორც მედია წერს, მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯონ კოულის ხელმძღვანელობით აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს დაადასტურა ქვეყნის ღიაობა ნებისმიერი საკითხის განსახილველად.
„ერთადერთი ჩემი თხოვნა (ეს არ არის მოთხოვნა) არის, რომ ჩვენ მკაცრად დავიცვათ შეთანხმებები, ჩვენი მხრიდან და აშშ-ის მხრიდან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.