ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს
ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ბელარუსიდან გაქცეულ ადამიანებს დახმარებას უწევდა, უკრაინის დედაქალაქ კიევში გარდაცვლილი იპოვეს.

ბელარუსი აქტივისტის ვიტალი შიშოვის ცხედარი კიევში, მისი გაუჩინარების შემდეგ აღმოაჩინეს.

„ბელარუსის მოქალაქე ვიტალი შიშოვი, კიევში, მისი საცხოვრებლის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პარკში ჩამოხრჩობილი იპოვეს“, – ნათქვამია უკრაინული პოლიციის განცხადებაში.

შიშოვი ხელმძღვანელობდა კიევში დაფუძნებულ ორგანიზაციას სახელწოდებით „ბელარუსული სახლი უკრაინაში“, რომელიც სახელმწიფოსგან დევნილ ბელარუსებს ეხმარებოდა. ორგანიზაცია მათ, ძირითადად, საცხოვრებლის, დასაქმებისა და იურიდიული მომსახურების კუთხით ეხმარებოდა.