ბელარუსულ გუნდს ფან კლუბი უცხოეთიდან ეხმარება
ბელარუსულ გუნდს ფან კლუბი უცხოეთიდან ეხმარება

ბელარუსის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდის, „სლუცკის“ გულშემატკივარი ამერიკაში აღმოჩნდა, რომელმაც გუნდს სიმღერა მიუძღვნა და მისი დახმარების ფონდში თანხა დარიცხა.

კორონავირუსის მიუხედავად, ბელარუსში ჩემპიონატის გრძელდება. გლობალური ინტერესი მიიქცია ლიგამ, რომელიც ასეთი ყურადღებით არასოდეს სარგებლობდა და ახლა ლიგის ხელმძღვანელობამ მატჩების რეპორტაჟების გაყიდვაზე კონტრაქტი ევროპის 10 ქვეყნის მაუწყებელთან გააფორმა.

ამავე დროს, უცნობმა ლიგამ ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. საფეხბურთო კლუბმა „სლუცკიმ“ ახალი ვებგვერდი შექმნა და საჭირო სასპონსორო დახმარება უცხოეთიდან შემოწირულობების სახით ოთხ ვალუტაში მიიღო, მათ შორის დოლარსა და ევროში.

ამავე დროს, „სლუცკის” მხარდამჭერთა საერთაშორისო ფან კლუბი დაარსდა. მისი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ამერიკელი ენდი ბახანიაა, რომელმაც გუნდზე ორი სიმღერა ჩაწერა და კლუბისთვის ფულს აგროვებს, თავად კი „სლუცკის” ანგარიშზე 2100 დოლარი გადარიცხა.