ბელარუსში თბილისური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასეს - არსებობს მიზეზი, რომ ვუყუროთ „დინამოს“ #1TVSPORT
ბელარუსში თბილისური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასეს - არსებობს მიზეზი, რომ ვუყუროთ „დინამოს“ #1TVSPORT

გამოცემა „პრესბოლმა“ „დინამო თბილისში“ ბელარუსიდან მოთამაშეთა გადაყვანაზე წერილი გამოაქვეყნა:

შახტიორის“ ყოფილი სპორტული დირექტორი „დინამო თბილისში“ ბელარუსის ჩემპიონატიდან დიასპორას აგროვებს – პირველი ზორან მარუშიჩი იყო.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბელორუსის ჩემპიონატიდან წასასვლელად ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი საქართველო გახდა. კონკრეტულად კი ამ სტუმართმოყვარე ქვეყნის ყველაზე ცნობილი კლუბი – „დინამო თბილისი“.

ეს კლუბი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლის მთავარ მიღწევაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებაა. ტურნირის ფინალში, რომელიც დიუსელდორფში გაიმართა, საქართველოს გუნდმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის „კარლ ცეისი“ 2:1 დაამარცხა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, ისევე როგორც მთელი ქართული ფეხბურთი, „დინამოც“ ღრმა კრიზისში იყო. ბოლო წლებში გარკვეული რენესანსი დაიწყო და თბილისელები საქართველოს ჩემპიონობისთვის ბათუმის „დინამოსთან“ ერთად იბრძვიან. გასულ სეზონში მზიური აჭარის კლუბმა გაიმარჯვა და დედაქალაქის გუნდმა ტიტულის დაბრუნება ბელორუსის ჩემპიონატისკენ გახედვით გადაწყვიტა.

ეს შემთხვევითი არაა, რადგან „დინამოს“ სატრანსფერო პოლიტიკაზე 2021 სექტემბრიდან სოლიგორსკის „შახტიორის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილია პასუხისმგებელი. ეს მენეჯერი ბელარუს გულშემატკივრებს ემახსოვრებათ და როგორც ჩანს, თავად ალექსანდრემაც ბელარუსის ჩემპიონატი კარგად შეისწავლა და ჩვენი ჩემპიონატიდან მოთამაშეების წაყვანა გადაწყვიტა.

კლუბმა უკვე დაიმატა რამდენიმე მოთამაშე. უპირველესად, გამოვარჩევთ ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელის, დიმიტრი ანტილევსკის გადაყვანას. ოდესღაც ნიჭიერმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ სამრეწველო ჟოდინო ტურისტულ თბილისზე გაეცვალა და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოთამაშე გამხდარიყო. მინსკის „დინამოსა“ და ანატოლი კაპსკის „ბატეში“ გამოსვლა ამაში დაეხმარება, მაგრამ ბელარუსულ ტოპ-კლუბებში თავი ბოლომდე ვერ გამოავლინა.

თბილისში „დინამოში“ ასევე გადავიდა უკრაინელი სტანისლავ ბელენსკი, რომელმაც 2021 წელს ბრესტის „დინამოში“ თავი ცუდად არ გამოავლინა. მან 27 მატჩში 13 გოლი გაიტანა. საქართველოს დედაქალაქში ასევე წავიდა „იაგელონიას“ და „ისლოჩის“ ყოფილი მცველი სტივენი. ეტყობა, ნიგერიელი ქართველმა მენეჯერმა სწორედ მინსკის გუნდში გამოსვლისას დაიმახსოვრა. ბონუსად, თბილისელთა ინტერესების სფეროში იყო პერსპექტიული თავდამსხმელი ალექსანდრე შუტინუკიც, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაცილებით დიდი სტატუსის მქონე რუსული პრემიერლიგის „ნიჟნი ნოვგოროდი“ არჩია.

მანამდე თბილისურ კლუბში, გრონოვისნემანის“ ყოფილი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი გადავიდა, რომელიც 2021 წელს 16 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. „დინამოს“ ამჟამინდელ შემადგენლობაში გამოირჩევა ესპანელი მეკარე ანდრე პრიეტო და ახალგაზრდა მცველი ლევან ხარაბაძე, რომელიც 2019 წელს წარმატებით გამოდიოდა შვეიცარიულ „ციურიხში“.

„დინამო“ ცდილობს, რომ ნიჭიერი ფეხბურთელების გაყიდვით თანხები გამოიმუშაოს. ესპანურ „ვალენსიაში“ გადავიდა ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გაგნიძე – მოსკოვის „დინამოში“, გიორგი აბუაშვილი – პორტუგალიის „პორტოში“, ნიკა ნინუა – ბერძნულ პაოკ-ში, ლუკა ლოჩოშვილიავსტრიიული ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერში“.

უახლოეს მომავალში, თბილისურ კლუბში ბელარუსის ჩემპიონატიდან სხვა მოთამაშეებიც შეიძლება გამოჩნდნენ. ამიტომ არსებობს მიზეზი, რომ ვუყუროთ „დინამოს“ – კლუბს, გარდა ბელარუსის ჩემპიონატის დესანტისა, ნიჭიერი ახალგაზრდობის მთელი ჯგუფი ჰყავს, რომელიც ამჟამად ევროპაშიც მოთხოვნადია და აქვს სტადიონი, რომელიც ძალიან ლამაზია“, – წერს ბელარუსული გამოცემა.