ბელარუსში, სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა
ბელარუსში, სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ბელარუსში, სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მათი რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა. დემონსტრანტების ძირითად ნაწილს ერთდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციების ტალღა 9 აგვისტოს დაიწყო. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და განმეორებით არჩევნებს ითხოვს.