ბელარუსში სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეებს დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა
ბელარუსის ქალაქ სტოლბციში საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელსა და მოსწავლეებს დანით დაესხა თავს.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მასწავლებელი და ერთ-ერთი მოზარდი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ. ორი დაშავებული მოსწავლე კი, საავდმყოფოშია გადაყვანილი.
თავდამსხმელი 2003 წელს დაბადებული, მეათე კლასის მოსწავლეა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე პოლიციამ დააკავა. ამჟამად სკოლაში საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.