ბელარუსში სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეებს დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა

14:44, 11.02.2019

ბელარუსის ქალაქ სტოლბციში საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელსა და მოსწავლეებს დანით დაესხა თავს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მასწავლებელი და ერთ-ერთი მოზარდი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ. ორი დაშავებული მოსწავლე კი, საავდმყოფოშია გადაყვანილი.

თავდამსხმელი 2003 წელს დაბადებული, მეათე კლასის მოსწავლეა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე  პოლიციამ დააკავა. ამჟამად სკოლაში საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.

მსგავსი