ბელარუსში სიკვდილით დასჯის საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს
ბელარუსში სიკვდილით დასჯის საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს

ბელარუსში სიკვდილით დასჯის საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს.

ინფორმაციას ამის შესახებ ბალარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

როგორც ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პეტრ მიკლაშევიჩმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სიკვდილით დასჯის საკითხზე საყოლველთაო გამოკითხვის ჩატარება დღეს არ არის მიზანშეწონილი, თუმცა, შეიძლება, სამომავლოდ დაინიშნოს სპეციალური რეფერენდუმი.

„სპეციალური რეფერენდუმის ჩატარებას სჭირდება სოციალოგიური კვლეევები, ახსნა-განმარტებითი სამუშაოები და საზოგადოების მზადყოფნის შემოწმება, ვიდრე ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.