ბელარუსში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა
Women attend a Belarusian opposition supporters' rally to protest against police brutality and to reject the presidential election results in Minsk, Belarus September 19, 2020. REUTERS/Stringer
ბელარუსში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს მინსკში გამართულ საპროტესტო აქციაზე 2 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ბელარუსში საპროტესტო აქცია 9 აგვისტოს დაიწყო. მოსახლოება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.