ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა მერვე მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო. არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობს – კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული, შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია და ბელაია რუს-ი.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 5 411 საარჩევნო უბანი. რეგისტრირებულია 6.9 მილიონი ამომრჩეველი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს 45 500 ადგილობრივი და 294 საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს, მათ შორის დსთ-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.