ბელარუსში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო
ბელარუსში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

ბელარუსში, ბრესტის ტერიტორიაზე რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.

მოლაპარაკებების ადგილზე გაფრენამდე უკრაინული მხარის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „პროგრამა მინიმუმი“ ჰუმანიტარული დერეფნებია, შემდეგ კი უკვე „გარემოებების მიხედვით“.

რუსული დელეგაცია მოლაპარაკებების ადგილზე გასულ ღამეს ჩავიდა. რუსული მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ წინადადებების ბლოკი სამ ნაწილად იყოფა:  სამხედრო-ტექნიკური ასპექტი, ჰუმანიტარულ-საერთაშორისო და პოლიტიკური ნაწილები.