ბელარუსში ქართული კულტურის დღეები „ერისიონის“კონცერტით დასრულდა [ფოტო/ვიდეო]

ქართული კულტურის დღეები ბელარუსის რესპუბლიკაში ანსამბლ „ერისიონის“კონცერტით დასრულდა.

მინსკის მთავარ საკონცერტო დარბაზში 2700-მდე ადამიანი შეიკრიბა.

საღამო ბელარუსისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ ბელარუსის კულტურის მინისტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე და საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში.

„ერისიონი“ მაყურებლის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა.