ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას გუნდის წევრი დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს
ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას გუნდის წევრი მარია კოლესნიკოვა დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სამართალდამცველების განმარტებით, იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით შეცდომა მოხდა.
მარია კოლესნიკოვა თავდაპირველად ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო კამპანიის წევრი იყო, რომელიც კანდიდატურის წამოყენების შემდეგ დააპატიმრეს. შემდეგ მარია კოლესნიკოვამ მხარდაჭერა სვეტლანა ციხანოვსკაია გამოუცხადა.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს იმართება.